არგო - ადამიანო / Argo - adamiano

10,056,605 Просмотры
ჯგუფი არგო
ჯგუფი არგო Опубликовано 25-12-2015

Описание ролика

ვოკალი - გიგა ბუბუტეიშვილი
ვოკალი, ფანდური - პაპუნა ბახტაძე
ვოკალი - კახა კიზივაძე
ვოკალი - გიგა კვირიკაძე
გიტარა - ვახო ძაგნიძე
ბას გიტარა - ბექა ხურციძე
დასარტყამი ინსტრუმენტი - მამუკა დვალიშვილი
კლავიში - ირაკლი შენგელია
კლავიში - თემო კიკალეიშვილი

ტექსტის ავტორი - ქრისტინე ბახტაძე

*ადამიანო*
სიყვარულისთვის შეიქმნა გული
და შიგ სიძულვილს დავუდეთ ბინა,
თავისუფალი შეიქმნა სული,
ჩვენ კი ეშმაკის მონობა გვინდა.
ადამიანო, ადამიანო
ზოგჯერ სულელო, ზოგჯერ ჭკვიანო,
ზოგჯერ უზნეო, ზოგჯერ ზნიანო,
ზოგჯერ პირქუშო, ზოგჯერ მზიანო,
ადამიანო, ადამიანო.
ჩვენ გასახარად შექმნილ სამყაროს
ბოროტებისგან დავატყვეთ კვალი;
ცხოვრება თავად გავხადეთ მკაცრი
და ჩვენს მაგივრად ღმერთს დავდეთ ბრალი.
ადამიანო, ადამიანო.
ზოგჯერ სულელო, ზოგჯერ ჭკვიანო,
ზოგჯერ უზნეო, ზოგჯერ ზნიანო,
ზოგჯერ პირქუშო, ზოგჯერ მზიანო,
ადამიანო, ადამიანო.
მოუთმენლობით გავლიეთ ჟამი,
მარადისობას ვარჩიეთ წამი,
ეშმაკისაგან ავიღეთ ქრთამი
და სასუფევლის ჩავრაზეთ კარი.
ადამიანო, ადამიანო,
ხანაც ფრთიანო, ხანაც რქიანო,
ხან უპირო და ხან პირიანო,
სწორ გზას დაადექ, ცხოვრება მიქრის
და შეიძლება დააგვიანო.
ადამიანო, ადამიანო